რეზონანსი
09.05.2020

„ცხელების ცენტრი" საქართველოს ნოუ ჰაუა და როგორც ჩანს, იმუშავა. ტესტების რაოდენობა გაიზარდა და ავადმყოფების რიცხვი არ გაზრდილა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებას მოუწოდა, გარკვეული შეზღუდვების მოხსნას ბოროტად ნუ გამოიყენებენ. ინფექციონისტმა აღნიშნა, რომ საქართველო დღიურად ტესტების რაოდენობით გერმანიას გაუტოლდება.

„თუ პირველ დღეებში, 2-3 ასეული გამოკვლევა ტარდებოდა, ახლა უკვე 2000-ია და მალე 3000 იქნება. მალე ჩვენი გამოკვლევების რიცხვები, (ასე ირწმუნება სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მე არ ვმონაწილეობ ამაში), ევროპის ლიდერის - გერმანიის დღიური გამოკვლევის დონეს გაუტოლდება, სადაც დღეში გამოკვლეულთა რაოდენობა 3000-ია. ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება, ჩვენთან იკვლევდნენ ცოტას, მაგრამ იკვლევდნენ მას, ვინც საჭირო იყო - ეს სისტემა, რომელიც საქართველომ შემოიღო - სასწრაფო, ოჯახის ექიმი, „ცხლების ცენტრი" - დამიჯერეთ, ევროპის არც ერთ ქვეყანას ეს წრე, ეს კასკადი არ ჰქონია.

„ცხელების ცენტრი" საქართველოს ნოუ ჰაუა, რამაც, როგორც ჩანს, იმუშავა, ტესტების რაოდენობა გაიზარდა და ავადმყოფების არ გაზრდილა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×