რეზონანსი
09.05.2020

ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს არ არის საბოლოო წარმატება - ამის გათვალისწინებას ითხოვს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და აცხადებს, რომ ქვეყანამ კოვიდინფექციასთან ბრძოლაში ამ ეტაპზე მიაღწია წარმატებას.

მისი განმარტებით, ახლა ვართ კრიტიკულ გზაგასაყარზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანა იხსნება.

თუ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ, არ მოვაწყვეთ თავყრილობა და არ გაგვექცა სადავეები, პიკს, რომელზეც ახლა ვიმყოფებით, ექნება პლატოს სახე და მატება არ იქნება. თუ იქნება მატება, ეს იქნება მცირე - ერთი ათეული - თუ არ დავუშვით ისეთი შეცდომები, როგორც მოხდა ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ქუბულეთის და ლენტეხის შემთხვევაში, სადაც 50-კაციანი სუფრა გამართეს, მე პირადად მგონია, რომ ორ ათეულზე მეტი არ იქნება და დავძლიეთ პირველი მძლავრი შემოტევა კოვიდინფექციის მინიმალური დანაკარგით", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 626 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 297 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×