რეზონანსი
09.05.2020

მესამე დღეა, ბოლნისში კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

გუშინ გადაგზავნილი შვიდი პირის საკვლევი მასალიდან დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ყველა პასუხი უარყოფითია.

მათგან ოთხი ცხელების ცენტრში მყოფი პაციენტი იყო, ხოლო სამი მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენელი.

ექვსი მაისის შემდეგ ბოლნისში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამ დროისთვის ბოლნისში 120 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 25 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა. 285 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება, 96 კი - კარანტინის რეჟიმში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×