რეზონანსი
09.05.2020

საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სამაგიეროდ, კიდევ ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 626 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 297 მოქალაქე. ბოლო დღეებში გამოჯამრთელებულთა რიცხვი რამდენჯერმე აღემატება დაინფიცირებულთა რაოდენობას.

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ათი პაციენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×