
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, „რესპუბლიკელ“ კონგრესმენებთან შეხვედრაზე
საუბარი კორონავირუსით დაიწყო.
„ჩვენ მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი ეკონომიკა გვქონდა და აღვადგენთ. ვეყრდნობი იმას, რასაც ექიმები ამბობენ და ისინი ამბობენ, რომ ვირუსი გაქრება“,- განაცხადა ტრამპმა და დასძინა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი წელს გაქრება.
„გარკვეულ მომენტში კორონავირუსი თავისით გაქრება, ვირუსებიც კვდებიან“,- აღნიშნა ტრამპმა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ვაქცინა და მისი გამოყენება ძალიან კარგი იქნება.