რეზონანსი
09.05.2020

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ზვავში მოყოლილი მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში მცხოვრები, 62 წლის ზურა ოთიურიძეა. ადგილობრივების ინფორმაციით, გზის გაწმენდით სამუშაოებზე, რომელსაც კომპანია „თუშეთის გზა“ აწარმოებს, მუშად მუშაობდა.

თელავის მერის წარმომადგენლის, მარიამ თათრულაიძის განმარტებით, ზურაბ ოთიურიძე, გზის გაწმენდის სამუშაოებზე დაახლოებით, ორი კვირის წინ წავიდა.

„რამდენიმე წლის წინ სოფელ ლალისყურის რწმუნებულადაც მუშაობდა. მშრომელი კაცი იყო. ეს საშიში სამუშაოა, მაგრამ მაინც დადიოდა. ოჯახი დარჩა, მეუღლე და ორი შვილი “, - განაცხადა თათრულაიძემ „პრაიმტაიმთან“.

ზვავი თუშეთის გზაზე, გზის გაწმენდის სამუშაოების წარმოებისას ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრები, 50 წლამდე ასაკის ზაქარია ცისკარაშვილი დაშავდა. ის მოტეხილობებით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. ზურაბ ოთიურიძე კი, სამდღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, გარდაცვლილი იპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×