რეზონანსი
08.05.2020

სიფრთხილითა და სხვადასხვა ზომების დაცვით საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზეც უნდა ვიფიქროთ, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, დისტანცირება, ნიღბის ტარება ყველა ადამიანმა უნდა გაითავისოს და დიდი ხნის განმავლობაში დაიცვას ეს ზომები საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

„კომენდანტის საათი ადმინისტრაციული ღონისძიებაა და მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა თანდათანობით ალბათ შეიძლება. ეს რა თქმა უნდა რთულად გადასაწყვეტია. ალბათ შესაძლებელია, აქაც გარკვეული რეჟიმი დაწესდეს და დაემატოს ავტობუსები; შეზღუდვები იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი ადამიანი არ შეგროვდეს ტრანსპორტში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენი მოსახლეობისთვის და სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

მესმის, რომ რისკები დიდია, მაგრამ რაღაცნაირად, ალბათ სიფრთხილითა და სხვადასხვა ზომების დაცვით საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზეც უნდა ვიფიქროთ. ძალიან ძნელია, თითოეულ ადამიანს დავუყენოთ დარაჯი და გავაკონტროლოთ, ამიტომ ისევ და ისევ დისტანცირება, ნიღბის ტარება ყველა ადამიანმა უნდა გაითავისოს და დიდი ხნის განმავლობაში დაიცვას ეს ზომები საზოგადოებრივ ტრანსპორტში", - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×