
მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ ზაფხულში ამ დაავადებამ შესაძლოა სერიოზული შეღავათი მოგვცეს, მაგრამ როგორც კი ვირუსი ოდნავ მინელდება ჩვენ არ გვაქვს დამშვიდების უფლება, ჩვენ ყველა უნდა ვემზადოთ შემოდგომისა და ზამთრისთვის, - ამის შესახებ „ტვ პირველის" ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული რომ ეს ინფექცია გვიან შემოდგომასა და ზამთარში დაბრუნდეს, ისევე როგორც ბრუნდება ნებისმიერი რესპერაციული ინფექცია. „თუ ვაქცინა მანამდე იქნა ეს ძალიან კარგი იქნება, თვითონ სისტემა უნდა იყოს მომზადებული. ვაქცინა შემოდგომისთვის ვერ შეიქმნება იმ რაოდენობით, რომ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას ეყოს. ამას დრო სჭირდება", - აღნიშნა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით უნდა მოხდეს ექიმების გადამზადება, პირადი დაცვის საშუალებების მარაგების შევსება. „კოვიდი შეიძლება ისევ დაბრუნდეს", - აღნიშნა გამყრელიძემ.