რეზონანსი
08.05.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით ოთხი პირი დააკავეს. აქციაზე ორი დღის წინ დაკავებული რეზო წულუკიძის ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

რეზო წულუკიძე ადრეც ნასამართლევია. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის გამო იხდიდა სასჯელს.

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია შეკრებილებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს.

ერთ-ერთი დაკავებულის მამის განცხადებით, შეკრებილების ერთადერთი მოთხოვნა დაკავებულების გათავისუფლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. მისივე თქმით, თორნიკე რიჟვაძე მათ ვითარებაში გარკვევას დაპირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×