რეზონანსი
08.05.2020

კლინიკა "ბომონდის" ცხელების ცენტრში კორონავირუსზე სამი საეჭვო პაციენტის ლაბორატიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

მათგან ორი პაციენტი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ცხელებით შეიყვანა. მესამე პაციენტს ცხელება აღენიშნება, რომელმაც ასევე, წყლის ნაცვლად, შემთხვევით სადეზინფექციო ხსნარი დალია. კატასტროფის ჯგუფმა ის ზესტაფონიდან - "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკიდან გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

კლინიკა "ბომონდის" ცხელების ცენტრი, ამ დრომდე ცხელების სიმპტომის მქონე 200-მდე პაციენტს მოემსახურა, მათ შორის ორსულებს. ლაბორატორიული კვლევების შედეგად, კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×