რეზონანსი
08.05.2020

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, კორონავირუსით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული, დაავადების შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ზალკალიანის განმარტებით, ინფიცირებულთა შემთხვევაში დაავადება ნაკლებად მძიმე ფორმებშია გამოვლენილი.

„განსაკუთრებული ყურადღების საგანია ჩვენი ინფიცირებული მოქალაქეები საზღვარგარეთ. კორონავირუსით ამ ეტაპზე საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული. უმრავლეს შემთხვევაში, სახეზე გვაქვს დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები, თუმცა მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ინფექციით საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 13 მოქალაქე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამძიმარი გამოვხატო თითოეული მათი ოჯახის მიმართ. არსებული შეზღუდვების ფონზე, მოგეხსენებათ, რომ ძალიან გამკაცრდა გარდაცვლილთა გადმოსვენების რეგულაციები. ის მიმდინარეობდა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით, ამიტომ შეფერხდა გარდაცვლილების ტრანსპორტირების პროცესი. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ადგილზე უზრუნველყოფდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრების დახმარებას შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×