რეზონანსი
08.05.2020

მალე დასრულდება ეს აურზაური, მაგრამ ამ ვირუსთან ერთად მოგვიწევს თანაცხოვრების გაგრძელება,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც კაცობრიობა გაჩნდა ჩვენ გარშემო იყვნენ ვირუსები, ბაქტერიები და მიკროორგანიზმები, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრობდა კაცობრიობა. ახლაც ვიცხოვრებთ, თუმცა ერთი მდგომარეობით, ადამიანი ამ ვირუსის მიმღები შეიძლება იყოს, მაგრამ დაავადება, სავარაუდოდ, არ გამომჟღავნდება",- განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში არანაირი დეფიციტი არ არის და სამკურნალო საშუალებების ერთი თვის მარაგი აქვთ .

„ჩემს კლინიკაში არანაირი დეფიციტი არც სამკურნალო საშუალებების, არც აღჭურვილობის არ არის. გვაქვს ერთი თვის მარაგი, რომელიც, თუ ასეთ ტემპით გაგრძელდა, არ დაგვჭირდება, რადგან გვაქვს ინფიცირებულების მკვეთრად შემცირების ტენდეცია და ცოტა ხანში ალბათ ყველაფერი კარგად იქნება",- განაცხადა რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×