რეზონანსი
08.05.2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით ამ ეტაპზე კლინიკაში 58 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მისი ინფორმაციით, საუნივერსიტეტო კლინიკას სამი პაციენტი დატოვებს.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს ყველაზე მცირე პაციენტი, 75 პაციენტია. აქედან არის 58 ინფიცირებულია. სამი პაციენტი რამდენიმე წუთში კოვიდინფექციის გარეშე დატოვებს კლინიკას.

რეანიმაციაში გვრჩება ოთხი პაციენტი, აქედან ერთი გადაგვყავს თერაპიულ განყოფილებაში ანუ გვრჩება სამი პირი. ორი პაციენტის მდგომარეობა მეტნაკლებად მძიმეა. ისინი იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ დღეის მდგომარეობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარყოფითი კლინიკის გარეშეა. ერთი პაციენტი მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან. რამდენიმე დღე დაველოდებით და ალბათ ორშაბათს გადავიყვანთ თერაპიულ განყოფილებაში", - განაცხადა ლევან რატიანმა.

როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა აღნიშნა, დღეს გამოჯანმრთელებაზე დაახლოებით 12 პაციენტის ანალიზები შესამოწმდა და პასუხები უარყოფითი იყო.

„ორსულების მდგომარეობა სტაბილურია, არანაირი კლინიკური გამოვლინება კოვიდინფექციის დამახასიათებელი არ ვლინდებ, იუტარდება მონიტორინგი. ორსულ ქალბატონებთან ხორციელდება პროტოლკოლის მიხედვით რადგან ისინი უსიმპტომოები არიან, მათთან არანაირი მკურნალობა არ მიმდინარეობს. რაც შეეხება სხვა პაციენტებს დღეს პირველადი პასუხი მივიღეთ დაახლოებით 12 პაციენტთან ნეგატიური. კიდევ დამატებით დღეს ბოლოსთვის 10 პაციენტი დატოვებს კლინიკას. მივიღეთ ორი ახალი პაციენტი. მათი მდგომარეობა სტაბილურია, ესენი არიან მაღალი რისკის და საეჭვო შემთხვევები. თუ დაუდასტურდათ გაგრძელდება მკურნალობა", - განაცხადა ლევან რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×