რეზონანსი
08.05.2020

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 88 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

"დღეს ჩვენი კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 80 პაციენტი იმყოფება, 66 პაციენტი არის დადასტურებული დიაგნოზით. გვაქვს ერთი გამოჯანმრთელება 18 წლამდე ასაკის მოზარდის, ხოლო ერთი - 88 წლის პაციენტის. 10 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო, ხოლო დანარჩენების მდგომარეობა მსუბუქია", - განაცხადა სოლოღაშვილმა.

ის გამოეხმაურა ასევე საგარეჯოს და ბოჭორიშვილის კლინიკაში მომუშავე მედიკოსის საკითხს. როგორც სოლოღაშვილმა განაცხადა, მას სწრაფი ტესტით ვირუსი დაუდასტურდა, თუმცა ახლა უტარდება ტესტი PCR მეთოდით და მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება, აქვს თუ არა მას ვირუსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×