რეზონანსი
08.05.2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ლეღვა, წყავროკა, გვარასა და მუხაესტატეში გადაადგილება უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი და იქ არსებული ბლოკ-პოსტები უქმდება. კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, 12 აპრილის შემდეგ აღნიშნული სოფლები ჩაიკეტა და იქ ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ. მკაცრი იზოლაციის პირობებში 550 ადამიანი ცხოვრობდა.

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, სულ მუნიციპალიტეტში 33 ათას მცხოვრებს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. სოფლების მოსახლეობას პერიოდულად მიეწოდებოდა სურსათი, მედიკამენტები და ასევე დახმარებას უწევდნენ მრავალშვილიან ოჯახებს.

ამასთან, მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ზემოთ აღნიშნული სოფლების ყველა მცხოვრებს უფასოდ მიწას დაუმუშვებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×