რეზონანსი
08.05.2020

მას შემდეგ, რაც საქარველოში არც ბზობის და არც აღდგომის კლასტერი არ დაფიქსირდა, ვირუსის ე.წ. აფეთქება არ მოჰყოლია არც მარნეულის 2-დღიან აქციებს, ექიმებმა ბოლო პერიოდში თავიანთი მიდგომა შეცვალეს როგორც პიკურ პერიოდთან, ასევე ადრინდელ განცხადებებთან დაკავშირებით. პირველად ასეთი ტიპის განცხადება პაატა იმნაძემ გააკეთა (კუბოებთან დაკავშირებით), შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა (ათასობით ინფიცირებულთან დაკავშირებით), ახლა კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მას შეფასებების გაკეთებისას ზოგჯერ ზედმეტი მოუვიდა.

"ჩვენმა მოწოდებებმა, ზოჯერ ცოტა მკაცრმა, შეიძლება ხანდახან მეც ზედმეტი ვთქვი, მაგრამ ამან დიდი როლი ითამაშა. დღესასწაულებზე და შემდეგ კვირაშიც დიდი შეკრებები არ გქონია", – ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის დაყოლიება საკმაოდ კარგი იყო .

„ჩვენ ყოველთვის ჩვენს მოსახლეობას მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ მათი დამყოლობა იყო საკმაოდ კარგი და ამან მოგვცა ის, რომ ჩვენ დავრჩით ასეულების ფარგლებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×