რეზონანსი
08.05.2020

„საქართველოში ყოველ დღე ინფიცირებულთა რიცხვი იმდენად დაბალია, რომ პრაქტიკულად ვირუსი დამარცხებულივითაა. გადაჭრით იმის თქმა, რომ ამ სეზონზე ვირუსი დამარცხებული იქნება – ძნელია, მაგრამ ამის წინაპირობები არსებობს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის 2 თვე ექიმებისთვის უდიდესი გამოწვევა იყო.

„​ეს ორი თვე ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა იყო. სერიოზული დაღლა და შრომა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც დიდი სიამოვნება იმის, რომ შევძელით რაღაც კარგი გაგვეკეთებინა, ჩვენს ხალხს და ქვეყანას რაღაცით გამოვადექით“, – აღნიშნა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×