რეზონანსი
08.05.2020

საბედა ბებოს, რომელიც ხორხის ხეობაში, გომურში, ძროხასთან ერთად ცხოვრობდა, მეორადი სახლი-კონტეინერი აჩუქეს.

„ალბათ, ყველას გახსოვთ საბედა ბებო და მისი სევდიანი ისტორია. საბედა ბებო გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა – ძროხასთან ერთად, ბოსელში; არ ჰქონდა თავზე ჭერი, წესიერი ავეჯი და საცხოვრებლად საჭირო მინიმალური პირობებიც კი.

დეველოპერულმა კომპანიამ გადაწყვიტა, საბედა ბებოსთვის მოეწყო პატარა, მყუდრო გარემო, სადაც ის თბილად შეძლებდა ცხოვრებას.

ჩვენ საბედა ბებოს მის შერჩეულ ადგილას დავუდგით სახლი-კონტეინერი, რომელიც კეთილმოწყობილია ავეჯით, ჭურჭლით და ყველა სხვა საჭირო ნივთით.

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ასევე Smart Supermarket-ს, რომელმაც ბებოსთვის სააღდგომო პასკები და სხვა პროდუქცია გამოყო“, – ნათქვამია დეველოპერულმა კომპანია „რედკოს“ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×