რეზონანსი
07.05.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიის შესახებ კრემლის პროპაგანდისტურ პოლიტიკას გამოეხმაურა. ამირან გამყრელიძის შეფასებით, რუსეთს არ მოსწონს ის, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდრო პარტნიორები არიან.

"რატომ არის საქართველო მთავარი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების, ძირითადი არსი ამ განცხადებების გახლავთ ეს და ძირითადი ხელმოსაკიდი არის ხოლმე ლუგარის ლაბორატორია.

რადგან ლუგარი ერთ-ერთ განსაკუთრებულ როლს თამაშობს COVID პანდემიასთან ბრძოლაში და ჩვენს ქვეყანაში მთავარი დედაბოძია ლაბორატორიული დიაგნოსტიკის და ლაბორატორიული ზედამხედველობის, ამიტომაც, ეს ჩრდილოელი მეზობელი ღიზიანდება ამ საკითხებზე,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.შეგახსენებთ, რომ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინდორმაცია გავრცელდა, რომელსაც ვაშინგტონიდანაც უპასუხეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×