რეზონანსი
07.05.2020

იტალიის ეკლესიებში მესა, ნათლობა, ქორწილი და დაკრძალვის ცერემონიები 18 მაისიდან განახლდება იმ პირობით, თუკი დაცული იქნება შესაბამისი წესები. ამის შესახებ იტალიური სააგენტო „ანსა" იუწყება.

ყველა საზოგადოებრივი რელიგიური ცერემონიები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მარტის დასაწყისში, პანდემიის გამო, საყოველთაო კარანტინის შემოღების შედეგად, გაუქმდა.

მორწმუნეებს მოუწევთ ნიღბების ტარება და დისტანციის დაცვა, იმ წესების შესაბამისად, რომელიც სამეცნიერო კომიტეტმა დააწესა. იტალიელი მორწმუნეები აღსარების საიდუმლოში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ ისეთ ადგილას, რომელიც ნიავდება, მათ შორის, ეზოში. ამავე წესებით, ტაძრის კარი ღია უნდა დარჩეს, რათა მრევლში ვირუსი კარის სახელურიდან არ გავრცელდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×