რეზონანსი
07.05.2020

შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ოდნავ მშვიდდება, ასეთია ყოველდღიური მონაცემები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „პალიტრა ნიუსის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელების ყოველდღიური მაჩვენებელი ახალ ინფიცირებულთა რიცხვს აჭარბებს.

„ამის ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი გახლავთ ის, რომ გამოჯანმრთელების ყოველდღიური მაჩვენებელი ახალ ინფიცირებულთა რიცხვს აჭარბებს. ეს იმ ფონზე, როდესაც ტესტირება სერიოზულად გაფართოებულია, გაოთხმაგებულია PCR ტესტების მაჩვენებელი ქვეყანაში. ანუ, უფრო მეტი ადამიანია გამოკვლეული და ნაკლები ინფიცირებული ვლინდება", - განაცხადა გამყრელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×