რეზონანსი
07.05.2020

ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელ ენტონი ფაუჩი კორონავირუსის ხელოვნურად შექმნასთან დაკავშირებულ სკანდალთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ფაუჩის თქმით, ყველა მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ ვირუსი ველურ ბუნებაში წარმოიქმნა, შემდეგ ადამიანებში გადმოვიდა და ის ლაბორატორიაში ადამიანების გასანადგურებლად არ დაუმზადებიათ.

„არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში შეიქმნა. თუ ღამურებში ვირუსის ევოლუციასა და დღევანდელ მდგომარეობას დავაკვირდებით, სამეცნიერო მტკიცებულებები ძალიან, ძალიან ძლიერად იხრება იმ აზრისკენ, რომ მას ხელოვნურად და განზრახ ვერ დაამზადებდნენ. ეტაპობრივი ევოლუციის შესახებ არსებული ყველა ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ვირუსი ბუნებაში განვითარდა და შემდეგ სხვადასხვა სახეობებში გავრცელდა",- განაცხადა ფაუჩიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×