
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირად თანაშემწეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. როგორც თეთრ სახლში აღნიშნეს, აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ანალიზებმა უარყოფითი შედეგი აჩვენეს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, თანაშემწე სამხედროა და სავარაუდოდ, ახლო კონტაქტი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან.
„თეთრი სახლის სამედიცინო სამსახურმა შეგვატყობინა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების წევრს, რომელიც თეთრ სახლში მუშაობს, კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა", - განაცხადეს თეთრ სახლში.
თეთრი სახლის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ, რამაც უარყოფითი შედეგი აჩვენა.