რეზონანსი
07.05.2020

ბოჭორიშვილის კლინიკისა და საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის ექთანს, PCR ტესტმა კორონავირუსის არსებობა დაადასტურა.

როგორც კახეთის გუბერნატორმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეჯოს ექთანთან დაინფიცირება სავარაუდოდ, ბოჭორიშვილი კლინიკაში მოხდა.

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ექთანს PCR ტესტირება გუშინ ჩაუტარდა, მას შემდეგ, რაც მან ბოჭორიშვილის კლინიკაში მორიგეობა დაასრულა და საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსში მივიდა.

მისივე თქმით, დაინფიცირებულ ქალს COVID-19-ის სიმპტომები არ აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"მთელი კახეთის მასშტაბით, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალის მიზანმიმართული და გაფართოებული კვლევები ტარდება, სწორედ ამ დროს აუღეს მას ანალიზი, რომელმაც კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ჩვენ მაშინვე დავიწყებთ მუშაობა და ყველა კონტაქტია მოძიებული. ისინი ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფებიან, დაინფიცირებული ქალი კი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული,"- განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

ასევე, გრძელდება კვლევები. ექთანთან კავშირში 60 მოქალაქის ნიმუში უკვე გაიგზავნა ლუგარის ცენტრში, რომლის პასუხები ცნობილი ხვალ დილით გახდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×