რეზონანსი
07.05.2020

მასობრივი ჰოსპიტალიზაციის შედეგია, რომ დღეს საქართველოში ბევრი მძიმე პაციენტი არ გვყავს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „POSTV"-ის ეთერში განაცხადა.

„ერთ-ერთი ქვეყნიდან, ერთმა საპატივცემულო ადამიანმა დამირეკა და მითხრა, იმ ქვეყანაში სადაც ის იმყოფება (არ დავასახელებ) როდესაც სასწრაფოში რეკავენ, მესამე დღემდე არ მიდის, სანამ ფილტვი 75-%-ი არ დაზიანდება, პაციენტი საავადმყოფოში არ გადაჰყავთ. ნუ ახლა, როდესაც ფილტვი 75-%-ი დაზიანდება, მერე იქ პროგნოზი ვერ იქნება. ჩვენ ამას ცოტა ადრე ვეხმარებით. ამდენად, ჩვენ რომ ბევრი დამძიმება არ გვაქვს, ეს არის იმის შედეგი, რომ მასობრივი ჰოსპიტალიზაცია ხდება", - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×