
რუსთავში ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცი 23 წლის მორაგბე ნიკა კევლიშვილია.
ახალგაზრდა სპორტსმენი წარმოშობით რუსთავიდან იყო და ამავე ქალაქის სარაგბო კლუბ „ხარებში" კვაჭის პოზიციაზე თამაშობდა.
სოციალურ ქსელში ნიკა კევლიშვილის ბოლო ინტერვიუ გავრცელდა, რომელიც მან კლუბის პრესსამსახურთან ჩაწერა.
ვიდეოს ბლიც-ინტერვიუს ფორმა აქვს და კევლიშვილი ჰობზე, გატაცებასა და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბრობს.
"სპორტული კარიერა დავიწყე ბავშვობიდან. თავიდან სხვადასხვა სპორტზე დავდიოდი. საბოლოოდ, რაგბზე 12-13 წლის ვიყავი, რომ შევედი. რომ არა რაგბი, გამოვიდოდი სხვა რომელიმე სპორტული სახეობის სპორტსმენი.
როცა მაქებენ, ვწითლდები. ვამაყობ შემი ოჯახის წევრებით. წარმატებისთვის აუცილებელია, ძალიან ბევრი შრომა და იმ მიზნისთვი ბრძოლა, რომელიც გაქვს დასახული", - ამბობდა ნიკა კევლიშვილი.
გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა საქართველოს რაგბის კავშირმა, რომელმაც სამძიმრის წერილი საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.