რეზონანსი
07.05.2020

ბრძოლა პანდემიასთან ჯერ დასრულებული არ არის, სრული გამარჯვებისთვის გვჭირდება არამხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ ფეხზე დაყენებული ეკონომიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ახლა საჭიროა ეკონომიკის გაძლიერება.

„ეტაპობრივ გახსნას აქვს თავის მიზეზი და მიზანი. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, სოციალური დისტანცია და პირბადე, განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა სასურველია უბრალოდ ქუჩაშიც, არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, სამწუხაროდ. ეს არის ის პასუხისმგებლობა და ის ვალდებულება, რომელმაც უნდა მოგვცეს საშუალება, სწრაფად და ეფექტურად, მაღალი რისკების გარეშე, შევძლოთ ეკონომიკის გახსნა. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და როგორც აქამდე ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლიანად ეკიდებოდნენ ამ შეზღუდვებს, მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, ასევე პასუხისმგებლობით გავაგრძელოთ. ბრძოლა პანდემიასთან ჯერ დასრულებული არ არის, სრული გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება არამხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ უკვე ფეხზე დაყენებული ეკონომიკა. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×