
დამაბრალეს რომ ტრანსგენდერებს ვაფინანსებ, წმინდა გიორგის კი არ ვედრები არამედ დემონიური ძალების შეტევას განვიცდი - ამის შესახებ ლევან ვასაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრისას განაცხადა.
„აი მე დამაბრალეს ტრანსგენდერებს აფინანსებსო, ამავე ხალხმა წარმოგიდგენიათ? წმინდა გიორგის კი არ ვედრები ან ჩვენს პატრიარქს, უბრალოდ, როგორც მოლეკულა, ნაწილი ამ ყველაფრის განვიცდი იმავე დემონიური ძალების შეტევას. ასეა ყველა ვისაც უნდა იყოს ქრისტესთან და ვისაც უნდა იყოს გიორგისთნ" - განაცხადა ლევან ვასაძემ.
შეგახსენებთ, 30 აპრილს ტრანსგენდერმა ქალმა მერიის შენობასთან პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა. ის სამართალდამცველებმა შეაჩერეს და დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ითხოდა და აცხადებდა, რომ შექმნილი ვითარების პირობებში, ტრანსგენდერი ადამიანები უყურადღებოდ, ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩნენ, პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრანსგენდერ ქალს ლევან ვასაძესთან დაკავშირებული ჯგუფი დაეხმარებოდა.