რეზონანსი
07.05.2020

რუხის საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ცხელებით ერთ წლამდე ასაკის ბავშვი შეიყვანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუხის მულტიპროფილური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ქარსივაძემ განუცხადა.

ნიკოლოზ ქარსივაძის განცხადებით, მცირეწლოვანს ცხელება აღენიშნება, თუმცა „კოვიდ-19"-ით ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია, ისტორია არც საზღვარგარეთ ყოფნას უკავშირდება.

ამ დროისთვის რუხის საავადმყოფოში შვიდი პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთი ახალი კორონავიურისის დადასტურებული შემთხვევაა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×