რეზონანსი
07.05.2020

ქართველი „კანონიერი ქურდი“ თენგიზ ლაკერბაია ოკუპირებულ აფხაზეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემეს. მას ფიზიკურად იმავე დაწესებულებაში მყოფი სხვა კრიმინალური „ავტორიტეტები“ გაუსწორდნენ.

აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმრებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ თენგიზ ლაკერბაია და კიდევ ერთი პატიმარი ჩუმად ჭამდნენ. ამ ფაქტმა სხვა პატიმრების უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც დაწესებულებაში ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

ცნობილია, რომ თენგიზ ლაკერბაიას მწვავე დაპირპისპირება აქვს გავლენიან „კანონიერ ქურდ“ რაულ ბარცბასთან, რომლის დაჯგუფების ორი წევრი – ასლან ავიძბა და ასტამურ შამბა, სოხუმში რამდენიმე თვის წინ ჩაცხრილეს.

მომხდარში რაულ ბარცბას (პიზა) კლანი თენგიზ ლაკბერბაიას და მის მოკვშირეებს ადანაშულებს.

ეს სისხლიანი დაპირისპირება აფხაზეთში კრიმინალური გავლენებისთვის ბრძოლას უკავშირდება.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×