რეზონანსი
07.05.2020

რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ნიკოლოზ კევლიშვილი ემსხვერპლა.

ავარიის შემდეგ მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა. მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა  თავიდანვე შეფასდა როგორც კრიტიკულად მძიმე. პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"ინფო რუსთავის" ცნობით, 23 წლის ნიკოლოზ კევლიშვილი რუსთავის სარაგბო კლუბ "ხარები"-ს წევრი იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში 6 მაისს, ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×