რეზონანსი
06.05.2020

როდესაც ლეტალობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს ჩვენთვის მსხვრევის ტოლფასი იყო, წუთიერად ჩამოიშალა ყველაფერი ჩვენთვის, ჩემით დაწყებული და რიგითი სანიტრით დამთავრებილი, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „მაესტროს" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ერთი სიკვდილი ნიშნავდა კლინიკაში მყოფი 90 პაციენტისთვის შიშის გამძაფრებას.

„როდესაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადავედი, ანესთეზია-რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელად და პარალელურად კლინიკის დირექტორად დავინიშნე, ძალიან მინდოდა, რომ ყველაზე მძლავრი რეანიმაცია მქონოდა და ეს ჩემ გუნდთან ერთად შევძელი. ჩვენ ყველანი იმაზე ვიყავით მომართული, რომ არც ერთი ლეტალური შემთხვევა არ გვქონოდა. რეანიმატოლოგების ძირითადი ფუნქცია ბრძოლაა, მაგრამ სამწუხაროდ, იშვიათად ეს არ გამოგვდის და მთავრდება სიკვდილით, რადგან არსებობს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაავადებები და რაც უნდა გააკეთო, ეს გარდაუვალია. როდესაც ლეტალობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ეს ჩვენთვის მსხვრევის ტოლფასი იყო, წუთიერად ჩამოიშალა ყველაფერი ჩვენთვის, ჩემით დაწყებული და რიგითი სანიტრით დამთავრებული, რადგან ერთი სიკვდილი ნიშნავდა იქ მყოფი 90 პაციენტისთვის შიშის გამძაფრებას. მერე შევკრიბე ყველა ექიმი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი: ამით არ მთავრდება, ამით უნდა დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა" - განაცხადა ლევან რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×