რეზონანსი
06.05.2020

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით კა­ხეთ­ში, კერ­ძოდ კი ყვა­რელ­ში ექიმს პირ­ვე­ლა­დი ტესტრე­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, PCR ტექ­ნო­ლო­გი­ით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტის შე­დე­გად ვირუ­სი არ აღ­მო­აჩ­ნდა. 

ლალი ბურ­კი­აშ­ვი­ლი ემო­ცი­ე­ბი­დან ჯერ კი­დევ ვერ გა­მო­დის და ამ­ბობს, რომ გარ­კვე­ულ პე­რი­ოდს მა­ინც იზო­ლა­ცი­ა­ში გა­ა­ტა­რებს და შემ­დეგ ისევ გა­აგ­რძე­ლებს საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას

"მად­ლო­ბა უფალს ყვე­ლაფ­რის­თვის. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში სის­ხლში ერთი პრო­ცენ­ტიც კი არ არის არაფ­რის კვა­ლი. დიდი მად­ლო­ბე­ლი ვარ ბა­ტო­ნი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის, თან გა­დამ­ყვა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა. ასე­თი გა­უ­ბე­რო­ბა ნე­ბის­მი­ერს შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს, რა ვქნა ახლა, ამა­საც გა­ვუძ­ლებ.

ამ ეტაპ­ზე მუ­შა­ო­ბას არ ვაგ­რძე­ლებ. ჯერ­ჯე­რო­ბით ვიქ­ნე­ბი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში და შემ­დეგ გა­ვაგ­რძე­ლებ საქ­მი­ა­ნო­ბას. ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა ოჯახ­მა, მად­ლო­ბა უფალს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. ყვე­ლას ჩა­უ­ტარ­და ჩემს გარ­შე­მო ტესტრი­რე­ბა, გან­მე­ო­რე­ბი­თაც და არა­ვის არა­ფე­რი არ აქვს.

ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ზე, არ ეკად­რე­ბათ ექი­მის ასე­თი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რაც გა­და­ი­ღეს ჩემ­ზე. არ არის მათი საქ­მე ექი­მი სახ­ლი­დან რო­გორ გა­მო­დის და ჯდე­ბა სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა­ში. ეს არის ჩემი პი­რა­დი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა", - განუცხადა "ამბებს" სასწრაფოს ექიმმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×