რეზონანსი
06.05.2020

ბათუმში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ „მედალფა" უკვე დატოვეს. კლინიკაში 17 კოვიდინფიცირებული რჩება, უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე პირის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. აჭარაში კორონავორუსისგან 38 პირი განიკურნა.

„კიდევ ორმა პაციენტმა სრულად დაამარცხა კორონავირუსი, ეს დაადასტურა საკონტროლო ტესტებმაც და სხვა გამოკვლევებმაც ისინი კლინიკიდან დღესვე გავწერეთ", - განაცხადა „მედალფას" რეგიონალურმა მენეჯერმა ლევან ანთაძემ.

აჭარის კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა მეექვსე დღეა არ გამოვლენილა. დღე ღამის განმავლობაში ლაბორატორიებში 300 ზე მეტ პირს იკვლევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×