რეზონანსი
06.05.2020

სენაკის მუნიციპალიტეტში საკირეს მთის ჩანჩქერთან ნაპოვნი 28 წლის ახალგაზრდა ვ. ტყებუჩავა, დედის საცხოვრებელ სახლში სენაკში უკვე გადაასვენეს. მისი ცხედარი სამართალდამცველებმა გუშინ გვიან ღამით იპოვეს.

„ძალიან კარგი ბიჭი იყო და ძალიან კარგი ოჯახი. სახლში რომ არ დაბრუნდა ახლობლებმა პოლიციას შეატყობინეს და დაიწყეს მისი ინტენსიური ძებნა. ბოლოს ამ ბიჭს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა“, - უთხრა „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა.

მისივე თქმით, გარდაცვლილს ჰყავს ძმა და დედ-მამა. მამა კი რაიონში ცნობილი მოჭადრაკე იყო, რომელიც ამჟამად არსად არ მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციით,სამძებრო სამუშაოები საკირეს მთაზე რამდენიმე საათი მიმდინარეობდა, რადგან ჩანჩქერი მიუვალ ადგილას მდებარეობს და მანქანა ბოლომდე ვერ მიდის.

შემთხვევა გუშინ მოხდა. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×