რეზონანსი
06.05.2020

მხოლოდ თბილისში ათასამდე მოქალაქემ უკვე მიიღო მისთვის სასურველი მომსახურება, ხოლო საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 2 ათასამდეა იმ სერვისების რაოდენობა, რაც გავეცით, - ამის შესახებ იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, სოსო გიორგაძემ „ქრონიკის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ჯავშნების ჩამონათვალი ვრცელია და იქვე განმარტა, რომ იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ.

„მინდა დავაზუსტო, რომ იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ. ჩვენ არ გავჩერდებით, ყოველდღე ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მათ სასურველი სერვისების მიღება მოახერხონ" - განაცხადა სოსო გიორგაძემ.

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უკვე გაიხსნა და ისინი ახალი პრინციპით მუშავებენ. მოქალაქე შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ს პორტალზე დაჯავშნის.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ იუსტიციის სახლში მისვლას გეგმავთ. დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×