რეზონანსი
06.05.2020

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე გამოკვლეულთა შორის ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ ქალს დაუდგინდა.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში" აცხადებენ, რომ 2 საეჭვო ანალიზზე განმეორებითი ნიმუშების აღება ამ წუთებში მიმდინარეობს.

„ეს ქალი 22 აპრილს სტამბოლიდან დაბრუნდა, რომელიც პირდაპირ საზღვრიდან საკარანტინო სივრცეში გადმოიყვანეს", -ამბობენ ჯანდაცვის ცენტრში.

გუშინ აღებული ანალიზებიდან ორ ბავშვს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ისინი თბილისში გუშინ, ღამით გადაიყვანეს.ორივე ბავშვი თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×