რეზონანსი
06.05.2020

„თურქეთის ავიახაზები" შეწყვეტილი შიდა და საერთაშორისო ფრენების განახლებას ივნისიდან გეგმავს. ქვეყნებს შორის ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა. თუმცა, როგორც „პრაიმტაიმს" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, ამ ეტაპზე, ქართულ მხარესთან განცხადება შემოტანილი არ არის.

„ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, რადგან განაცხადი შემოტანილი არ არის. ეს ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა. ამ ეტაპზე ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფთ. დაველოდოთ შემოიტანენ, თუ არა განაცხადს," - განგვიცხადეს ავიაციის სააგენტოში.

ცნობისთვის, უცხოური მედიის ინფორმაციით, ფრენები საქართველოს გარდა, შემდეგ ქვეყნებში აღდგება:

კანადა, ყაზახეთი, ავღანეთი, იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, სინგაპური, დანია, შვედეთი, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, ნიდერლანდები,ბელგია, ბელორუსია, ისრაელი, ქუვეითი და ლიბანი.

თავდაპირველად „თურქეთის ავიახაზები" კვირაში 75 რეისს განახორციელებს. ივლისსა და აგვისტოში კი როგორც ფრენების სიხშირე, ასევე მიმართულებების რაოდენობა გაიზრდება.

"Primtime"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×