რეზონანსი
06.05.2020

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რომ უკრაინის რეფორმების ნაციონალურ საბჭოში იმუშავებს, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. ამის შესახებ მან უკრაინაში Deutsche Welle-ს რედაქციას განუცხადა.

მიხეილ სააკაშვილი გამოცემასთან აზუსტებს, რომ ის არა საბჭოს მდივნად, არამედ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ინიშნება.

მიხეილ სააკაშვილმა რეფორმების ნაციონალურ საბჭოში მისი დანიშვნის თარიღი არ დააკონკრეტა, თუმცა უკრაინული მედია წერს, რომ ეს შეიძლება, დღესვე მოხდეს.

უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭო 2014 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ შეიქმნა. საბჭოს წევრებს უკრაინის პრეზიდენტი ნიშნავს.

მანამდე უკრაინული მედია წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დაინიშნოს.

22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×