რეზონანსი
06.05.2020

როცა შეიკრიბება სინოდი, მაშინ იმსჯელებს და თუ გასარკვევია, გაირკვევა. წინასწარ გეგმა არ არის, - ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებაზე განაცხადა.

„ეპარქიაში თუ მოხდა რამე, სავალდებულოა, პატრიარქს მოახსენონ. თუ გამოძიება მიდის, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, მომჩივანი არავინ არის, რა მესროლაო, კაცი გამოდის და ამბობს, ჭრილობა არაფერი მაქვს, რას ლაპარაკობთო და ის არ ჩივის და ვინ ჩივის, ვინც არ დაზარალებულა. რატომ ჩივის, რას ჩივის, ეგებ ცილს სწამებს, გამოძიება გამოარკვევს", - ბრძანა მეუფემ.

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს პატიმრობა 29 აპრილს შეეფარდა.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი 27 აპრილს დააკავეს. გამოძების ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევის ადგილიდან ს.ჟ.-მ გარიდება შეძლო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×