რეზონანსი
06.05.2020

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მეორე დღეა მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, პროცესში ჩართულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, არსებობს ზვავის გამეორებით ჩამოწოლის საშიშროება, რაც სამაშველო ოპერაციას აფერხებს.

ადგილზე მობილიზებული არიან ჰიდროლოგები. საძიებო-სამაშველო პროცესი მათი მეთვალყურეობითა და რეკომენდაციების მიხედვით მიმდინარეობს.

ზვავის ჩამოწოლის ადგილზე ტერიტორიის მონიტორინგი დრონის საშუალებით ხდება. კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები თბილისიდან.

შემთხვევა თუშეთის გზის 36-ე კილომეტრზე გუშინ მოხდა. მეწყერი იმ დროს ჩამოწვა, როცა კომპანია „თუშეთის გზის" თანამშრომლები გზის გაწმენდაზე მუშაობდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×