რეზონანსი
06.05.2020

„თურქეთის ავიახაზები" შეწყვეტილი შიდა და საერთაშორისო ფრენების განახლებას ივნისიდან გეგმავს.

ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

შიდა და საერთაშორისო რეისების განხორციელება ივნისიდან ეტაპობრივად, სამთვიანი გეგმის ფარგლებში განახლდება.

საქართველოს გარდა ფრენები აღდგება შემდეგ ქვეყნებში:

კანადა, ყაზახეთი, ავღანეთი, იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, სინგაპური, დანია, შვედეთი, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, ნიდერლანდები,ბელგია, ბელორუსია, ისრაელი, ქუვეითი და ლიბანი.

თავდაპირველად „თურქეთის ავიახაზები" კვირაში 75 რეისს განახორციელებს. ივლისსა და აგვისტოში კი როგორც ფრენების სიხშირე, ასევე მიმართულებების რაოდენობა გაიზრდება.

საერთაშორისო მარშრუტებზე მიმართულებების რაოდენობა და ფრენის სიხშირე ეტაპობრივად გაიზრდება. ივლისში 103-დან 572-მდე, ხოლოდ აგვისტოში 160-დან 937-მდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×