რეზონანსი
06.05.2020

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე 30 აპრილს, ჩრდილოეთ ოსეთიდან შევიდა. ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სპეციალისტებს დაავდებულის კონტაქტების დადგენა დაავალა.

საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×