რეზონანსი
06.05.2020

თბილისში მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" მძღოლებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად, 300 ლარიან დახმარებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის განმარტებით, მძღოლებმა აღნიშნული დახმარების მისაღებად, მინიმალური პროცედურა უნდა გაიარონ, რომელიც დეტალურად, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"მძღოლებმა ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ შესაბამის კომისიას უნდა მიაწოდონ. მათ ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაეგზავნებათ," - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალური ტრანსპორტის იმ მძღოლებს, რომლებიც კორონავირუსის პერიოდში საკარანტინო სივრცეებიდან მოქალაქეებისა და ექიმების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდნენ.

"თბილისის მერიამ საკარანტინო სივრცეებიდან გამოწერილი ადამიანების სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების ვალდებულება აიღო. დიდი მადლობა თანადგომისთვისა და თანამშრომლობისთვის მძღოლებს, რომლებიც რთულ ვითარებაშიც საქმიანობას განაგრძობდნენ," - აღნიშნა თბილისის მერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×