
ბოდბის მონასტერში სადღესასწაულო წირვა მეუფე იაკობმა აღავლინა. მსახურების დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა ქვეყანაში მიმდინარე რამდენიმე ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის იყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მედიის საქმიანობა, ქვეყანაში მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი.
მეუფე მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა, ხოლო ექიმებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის, ამასთან აღნიშნა, რომ ეკლესიის მტრების საუბედუროდ დღესასწაულების შემდეგ ეკლესიის კლასტერი არ არსებობს, რაც ღვთისგან მფარველობაზე მიუთითებს.
ეპარქიის მეთაურის ასევე მიიჩნევს, რომ რეკომენდაციების მიხედვით, 70 წლის ადმიანის გარეთ გასვლის აკრძალვა არ შეიძლება და ეს დანაშაულია, რადგან არავის აქვს თავისუფლად სიარულის აკრძალვის უფლება, ისევე როგორც არავის აქვს უფლება, რომ სამღვდელოებას მიუთითოს რამე ეკლესიურ წესებზე.