რეზონანსი
06.05.2020

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმ კადრებზე ისაუბრა, სადაც ჩანს, რომ სამსახურებრივ ავტომობილში მძღოლის გვერდით ჯდება, რაც საგანგებო ვითარების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებით აკრძალულია.

“ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გავაკეთეთ უკვე განცხადება. შემდეგ მე ჩავთვალე, რომ ჩვენი ოპონენტები მეტად უფრო დეტალურად შეისწავლიან საქართველოს კანონმდებლობას და დადგენილებებს, თუმცა ეს არ მოხდა და მიუხედავად ჩვენი განცხადებისა, რადგან ეს კითხვა კვლავ არის ღია, თქვენი განვმარტავ, რომ საქართველოს მთავრობის 181-ე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის აღმსრულებელს აქვს უფლება საგანგებო მდგომარეობაში მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები, რომელიც არის აუცილებელი ხშირ შემთხვევაში.

და ეს იყო სწორედ ის მომენტი, როდესაც იყო მნიშვნელოვანი სატრანსპორტო საშუალების მცირე ოდენობით მომხდარიყო ადამიანების მაქსიმალური რაოდენობის გადაყვანა. შესაბამისად, მე ჩავთვალე, რომ პირველი დარტყმა, უმჯობესი იყო, ვინაიდან საგანგებო მდგომარეობის მიზეზი მე გახლავართ, ამეღო ჩემს თავზე,” – განაცხადა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×