რეზონანსი
06.05.2020

201.3 მილიონი დოლარის მოცულობის საბიუჯეტო დახმარება უკვე საქართველოშია, ის საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან გადმოირიცხა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკიც ადასტურებს. 

სსფ-ის დირექტორთა საბჭომ აღნიშნული დახმარების გამოყოფის შესახებ წინადადება გასული კვირის ბოლოს დააკმაყოფილა. თანხა საქართველოს სახელმწიფოს გადაუდებელი ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება, რაც გაზრდილ ჯანდაცვისა და სოციალურ ხარჯებს გულისხმობს. 

"გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი" დაეხმარება ხელისუფლებას COVID-19-ისგან გამოწვეული შოკების დაძლევაში“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაო ჟანგმა. 

მთლიანობაში საქართველოს მთავრობა საერთაშორისო დონორებისგან შექმნილ ვითარებაზე საპასუხოდ, 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას მოიზიდავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×