რეზონანსი
06.05.2020

 საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ექვსი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. სამაგიეროდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 29 პაციენტი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 610 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 პაციენტი. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე საგრძნობლად უსწრებს დაინფიცირების შემთხვევებს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×