რეზონანსი
06.05.2020

"მედიკოსები დღესაც არიან ჩვენს რიგებში და ხვალაც შეიძლება იყვნენ, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებზე საუბარი არ ყოფილა, ამას დაგიდასტურებთ,"- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია მსგავსი პოპულისტური განცხადებებით საკუთარი ნარატივის შექმნას ცდილობს. 

"ერთმა ქალბატონმა ძალიან კარგად თქვა, რომ როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ჩვენი ოპოზიცია ებრძვის ექიმებს. ისინი არიან გმირები, რომელიც იბრძვიან წინა ხაზზე და ამ წინა ხაზზე ბრძოლის დროს მოინდომეს ზურგიდან დარტყმების მიყენება და ზურგში დანის ჩარტყმა, რაც ძალიან სამწუხაროა. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტისგან ბევრი რამე შეიძლებოდა წარმომედგინა, მაგრამ ამას არ ველოდი. ამ გმირებს მოუწიათ პასუხები გაეცათ მათთვის, ვინც ტალახს ესროდნენ. ეს არის აბსოლუტურად გულწრფელი რეაქცია მათი მხრიდან, როდესაც ისინი პანდემიას ებრძვიან და შედეგებზე საუბრობენ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×