რეზონანსი
05.05.2020

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე მეწყერმა 2 ადამიანი მოიყოლა. ისინი „თუშეთის გზის" თანამშრომლები არიან და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ.

„ქრონიკის" ინფორმაციით, ერთი ადამიანი სიმაღლიდან გადავარდა და ის სხვა თანამშრომლებმა ამოიყვანეს. 62 წლის კაცს კი ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 5 სამაშველო მანქანა და 20-მდე მაშველი.

ინციდენტი რამდენიმე საათის წინ მოხდა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერმა 3 ადამიანი მოიყოლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×